კლიმატის ცვლილების გამო, კალიფორნიის ყურეში ტალღები უფრო დიდდება
„კალიფორნიის ცენტრალურ სანაპიროზე ტალღები ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო უფრო დიდდება,“ - ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Geophysical Research: Oceans-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარების აზრით, ზამთარში ტალღის საშუალო სიმაღლე 1970 წლიდან დაახლოებით 31 სმ-ით გაიზარდა - ეს პერიოდი გლობალური დათბობის სწრაფ აჩქარებას შეესაბამება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქარიშხლები, რომლებიც 4-მეტრიან ტალღებს წარმოქმნიან, უფრო ხშირი გახდა. ბოლო წლებში, ეს ქარიშხალი ყოველ ზამთარს საშუალოდ 23-ჯერ ფიქსირდება. მეცნიერებმა მხოლოდ 1980 წლიდან დაიწყეს კალიფორნიის სანაპიროზე ტალღის სიმაღლის უშუალო გაზომვა, ამიტომ სეისმურ მონაცემებზე დაკვირვებამ ოკეანოლოგ პიტერ ბრომირსკის საშუალება მისცა დროში გაცილებით შორს წასულიყო. სეისმური მონაცემები შეიძლება ტალღის სიმაღლის ინდიკატორად გამოიყენებოდეს, რადგან მოვარდნილი ტალღები სანაპიროდან მიბრუნებისას ახალ ტალღებს ეჯახება და ენერგიას ოკეანის ფსკერზე აგზავნის - სეისმოგრაფული მონაცემების მიხედვით, მეტი ენერგია უფრო მაღალ ტალღებს უდრის.
პიტერ ბრომირსკის არ გაკვირვებია, როდესაც მონაცემებმა აჩვენა მაღალი ტალღები და უფრო ძლიერი ქარიშხალი უფრო, რადგან ეს მოვლენები გლობალური დათბობის ეფექტს უკავშირდება.
კალიფორნიის სანაპირო ზოლი უკვე დაუცველია ზღვის დონის აწევის, ეროზიის, ქარიშხლიანი ამინდისა და კლიმატის ცვლილების სხვა შედეგების მიმართ. ეროზიისა და ღვარცოფის გამო კლდეები და გზებიც კი ჩამოინგრა, რაც სახიფათო და ზოგჯერ სასიკვდილო სიტუაციებს ქმნის.
კალიფორნიის სანაპირო ზოლის შემსწავლელი კომისიის მონაცემებით, ბოლო 100 წლის განმავლობაში, Golden State-ის სანაპიროზე ზღვის საშუალო დონემ დაახლოებით 20 სმ-ით მოიმატა.
მეცნიერები ამბობენ, რომ სიტუაცია სავარაუდოდ გაუარესდება: 2100 წლისთვის კალიფორნიის პლაჟების 25-დან 70%-მდე შესაძლოა მთლიანად გაქრეს ზღვის დონის აწევის შედეგად გამოწვეული ეროზიის გამო.
„ეროზიის, წყალდიდობის, სანაპირო ინფრასტრუქტურის დაზიანების მოწმენი უფრო ხშირად ვხდებით, ვიდრე წარსულში... ზღვის დონის აწევასთან ერთად, ტალღების სიგრძის ზრდა ნიშნავს, რომ ეს უფრო ხშირად მოხდება “, - განუცხდა ბრომირსკიმ Associated Press -ს.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/californias-waves-are-getting-bigger-with-climate-change-180982661/