თეგებით ძიება

სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაიცვალა

სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე კაპანაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია კომპანიის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

„სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ კონსტანტანტინე (კოტე ) კაპანაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ბატონი კოტე ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.

„ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი კოტეს გარდაცვალებას,“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა