თეგებით ძიება

შტამი მიჩნეულია საყურადღებოდ... - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსის ახალ შტამზე

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

პირველადი შეფასებით, ახალი შტამი არც ისე რთულად მიმდინარეობს და ჯერჯერობით, დაკვირვების ქვეშაა.

არსებობს ვარაუდი, რომ „ერისი“ სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. ამის გადასამოწმებლად, „პრაიმტაიმი“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

ალექსანდრე გოგინავა: - ახალი შტამი უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ფიქსირდება. ის წარმოადგენს „ომიკრონის“ ქვეშტამს და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მისი კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.

როგორც წესი, მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები. ეს შეიძლება იყოს: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, თუმცა, ამ შტამს ახლა აკვირდებიან, რადგან შედარებით ახალია და საჭიროა შეფასდეს, ხომ არ ახასიათებს მას უფრო მძიმე მიმდინარეობა სხვა ქვეშტამებთან შედარებით, ან უფრო მეტად გადამდები ხომ არ არის.

საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია. ერთი რაც ვიცით, ჩინეთსა და აშშ-ში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და არის მოლოდინი, რომ დომინანტი გახდება. ასევე, ცნობილია, რომ კლინიკური ნიშნებით, „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან დიდად არ განსხვავდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა