თეგებით ძიება

„არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით…” – The Killers

“ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით…” – The Killers-მა მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, მივიწვიოთ ადამიანები დრამებზე დასაკრავად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ თანახმა იყვნენ ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ჩვენთან ერთად გამოსულიყო. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის აუდიტორია და თაყვანისმცემლები არიან „ძმები და დები“, შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს ვიხდით. თქვენთან ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”, – აღნიშნულია The Killers-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა