“არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის ჩვენი პოზიცია. ვიხდით ბოდიშს” – Black Sea Arena განცხადებას ავრცელებს
Black Sea Arena კონცერტზე The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“,- აღნიშნულია განცხადებაში