თეგებით ძიება

„მოგვიძებნეთ ზაზას და მისი 3 შვილის ცხედარი” - ზაზა მესხის ახლობლების მიმართვა ხელისუფლებას

შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაკარგული ზაზა მესხის ახლობლები ხელისუფლებას მიმართავენ.

„შველას ვთხოვთ ხელისუფლებას! მე- 12 დღეა უკვე. მოგვიძებნეთ ზაზა მესხის და მისი 3 შვილის ცხედარი (მწყურვალის ან მშიერის მისი პოვნის იმედი დაიკარგა)“. – ვკითხულობთ ზაზა მესხის ახლობლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა