თეგებით ძიება

„გვსურს შევქმნათ შოვში განვითარებული მოვლენების გრაფიკული ანიმაცია“ - თეა გოდოლაძე გრაფიკოსებს და ანიმატორებს ეძებს

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში გრაფიკოსებს და ანიმატორებს მიმართავს.

„ჩემო ძვირფასებო, ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი მიმართავს თხოვნით გრაფიკოსებს და ანიმატორებს. გვსურს, ხალხისათვის გასაგებ ენაზე, შევქმნათ გრაფიკული ანიმაცია შოვში, მყინვარზე განვითარებული მოვლენების. გვაქვს, ლამის წამების სიზუსტით გლოფის(გლაციალური ღვარცოფის) ყველა ეტაპის აღწერა, რომელსაც ანიმაციური ფილმის სახე გვინდა მივცეთ. ძვირია, დიდ თანხას ვერ გადაგიხდით. ველოდებით მოხალისეებს, შესაბამის კომპანიებს, დამოუკიდებელ გრაფიკოსებს, ვინც დაგვეხმარება ეს საქმე გავაკეთოთ. 

რთულია სამეცნიერო ტექსტი და სურათები, მარტივი აღსაქმელი იქნება ანიმაციური ფილმი.

დიდი მადლობა წინასწარ.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი“, - წერს თეა გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა