თეგებით ძიება

„სამსახურის დაკარგვის მეშინოდა, რადგან საქართველოში დარჩენილ 5 წლის შვილს ვარჩენ“ - რას ამბობს ქართველი ქალი, რომელმაც ახალშობილი ნაგვის ურნასთან დატოვა?

წარმოშობით ქართველი, 23 წლის ქალი, რომელმაც გასულ შაბათს, პულიას ცენტრში ახალშობილი შვილი სანაგვე ურნის წინ დატოვა, პოლიციასთან ამბობს, რომ მას სამსახურის დაკარგვის ეშინოდა, რადგან საქართველოში 5 წლის შვილს არჩენს.

როგორც იტალიური პრესა წერს, ახალგაზრდა ქალი საკუთარი ჯანმრთელობის შესამოწმებლად საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მივიდა, მისი იდენტიფიცირებაც სწორედ მაშინ მოხერხდა. ქალს, სისხლდენის შედეგად, საფრთხე ემუქრებოდა. ის, ასევე, ცდილობდა შვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც ექიმებმა ლორენცო დაარქვეს. ახალშობილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ის კარგ მდგომარეობაშია, იწონის სამ კილოგრამს. კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

ახალგაზრდა ქალი ტარანტოში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და მომვლელად მუშაობდა. მისი თქმით, იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც ის მუშაობს. ახლა კი შიშობს, რომ ვეღარ შეძლებს მუშაობას, რადგან იძულებული იქნება, ახალშობილს მოუაროს.

ახალშობილის დატოვების ფაქტზე გამოძიების ქვეშ მყოფ ქალს 10 დღე აქვს, რომ გადაწყვიტოს, აღიაროს თუ არა შვილი და შესაბამისად, აიღოს მისი მოვლის პასუხისმგებლობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა