თურქეთში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა - 50 გრადუსი დაფიქსირდა
თურქეთში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა, როცა სიცხემ 49,5 გრადუსს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მეჰმედ ოჟასეკიმ Twitter-ზე დაწერა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში დაფიქსირდა.
სიცხის წინა რეკორდი 2021 წლის 20 ივლისით თარიღდება, როდესაც ტემპერატურა ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე გაიზარდა.