თეგებით ძიება

სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება - რაჭის გუბერნატორი

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში, შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება.

„საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.

კითხვაზე, „რას აპირებენ მთლიანი პერიმეტრის შესწავლის შემდეგ“, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა:

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა შესაბამის უწყებასთან და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა