თეგებით ძიება

„ახლა, როცა მაშველები სპეცგანათებებით მუშაობენ და ციცხვის ყოველ ამოწევაზე, მინიმუმ, თმის ერთი ღერი უჭაღარავდებათ, ვისაც გეკონცერტებათ...“ - რას წერს ლაშა ბერულავა?

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი ბოდიშის მოხდით, ახლა, როცა მაშველები და ექსკავატორების მძღოლები სპეცგანათებებით მუშაობენ და ციცხვის ყოველ ამოწევაზე, მინიმუმ, თმის ერთი ღერი უჭაღარავდებათ, ვისაც გეკონცერტებათ, გემწვადებათ, გეკოქტეილებათ და გეზღვავებათ, ჩემს თვალში (პირადი აზრია) ვერასდროს იქნებით ასოცირებული ადეკვატურ ადამიანებად, როგორი ახლობელიც უნდა იყოთ. 

ამოტომ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის სულერთია, ვინ უსტვენდა ბლექ სი არენაზე იმ რუსს, დიადი ერის ძმობას რომ გვტენიდა ცხვირში, თუნდაც ვინმეს რომ რუსული ხომალდის მიმართულებით გაგეშვათ, მაგასაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგნ ვინც ახლა ისეთ სიმღერას უსმენს, რომელიც თვალზე ცრემლს არ მოგგვრის, ჩემს თვალში ვერასდროს გახდება დასაფასებელი პიროვნება.

გმადლობთ, ნახვამდის, მე ცოტას წავუძინებ და, იმედია, სიზმარში ამღერებული ან მსტვენარი "ბლექ სი არენა" არ დამესიზმრება - პო ხუი მნე, მღეროდა თუ უსტვენდა დარბაზი - სავსე კი იყო...

გმადლობთ, ნახვამდის...“ - წერს ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა