თეგებით ძიება

ლიანა ისაკაძემ ყველაფერზე უარი თქვა - რა ტრაგედია დატრიალდა ლიანა ისაკაძის ოჯახში?

ლიანა ისაკაძის თავბრუდამხვევი და დიდი კარიერა საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა; 2017 წლის 26 აგვისტოს, ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, მისი მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს; სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, იმ წლის "ღამის სერენადები" თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა.

წყვილის 45 წლიანი თანაცხოვრება იყო მრავალმხრივი და საინტერესო. ერთმანეთს ბოლომდე თვალებში შესციცინებდნენ...

ლიანა ისაკაძემ ფესტივალი "ღამის სერენადები“ 1982 წელს დააარსა და ის აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მისი აღდგენა 2009 წელს გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან ფესტივალი "ღამის სერენადები" ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება. შარშან კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა 40 წლის იუბილე აღნიშნა.

ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა მუსიკის ენციკლოპედიაში შეყვანილია, როგორც საუკუნის საუკეთესო მევიოლინე. 16 წლისა ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში; კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია მას XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსს შორის ასახელებს. მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე გერმანიაში, ინგოლშტადტში მოღვაწეობდა. მან იქ თავისი ორკესტრი ჩაიყვანა და როგორც დირიჟორი, დიდ მოღვაწეობას ეწეოდა. ის მსოფლიოს ყველა დიდ, ცნობილ დარბაზში დირიჟორობდა და უკრავდა. გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა "საუკუნის დიდებული მევიოლინე" უწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა