თეგებით ძიება

„მოდუნდით ობივატელებო და მიიღეთ სიამოვნება“. თქვენ მუდამ წაგებულნი იქნებით პასიონარულ უმცირესობასთან“ - დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რაც გუშინ მოხდა The Killers კონცერტზე, არის საოცრად ზუსტი და გამომხატველი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ აიძულებს(!) ხოლმე პასსიონარული უმცირესობა -  ობივატელურ უმრავლესობას, სურს ამ უკანასკნელს თუ არა, მიიღოს მისი (პასსიონარული უმცირესობის) ღირებულებები!

კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობა, სინამდვილეში, ვერანაირ განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ რუსს დაეკრა დრამზე. 

და არც გაუპროტესტებია. 

აპროტესტებდა პასსიონარული უმცირესობა. 

და გაიმარჯვა კიდეც.  

ამიტომ ხსენებული  უმრავლესობა, სინამდვილეში,  „მოჟამულ“ ხასიათზე, ჩაშხამებულად ტოვებდა „არენას“ კონცერტის ჩაშლა-ჩაშხამების შემდეგ, თუმცა კრინტის დაძვრას ვერ ბედავდა მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა იყო.

მათ არ აინტერესებდათ არაფერი გარდა იმისა, მოესმინათ ამერიკული ჯგუფისთვის და (ვიმეორებ) არ აინეტრესებდათ დრამერის ეროვნება. მათთვის „მერე რა, თუ რუსი იყო“.

ამიტომაც ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი მუდამ: ერის ისტორიას მისი პასსიონარული უმცირესობა ქმნის და არა „ობივატელური“ უმრავლესობა.

უფრო რთულად თუ ვიტყვით, არსებობენ სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტები და ისტორიის არსი სწორედ ამ დომინანტების შექმნაა. 

თუ შეიქმნება, მერე უკვე ძააააალიან ძნელად იშლება. 

ასე რომ..... „მოდუნდით ობივატელებო და მიიღეთ სიამოვნება“. თქვენ მუდამ წაგებულნი ხართ და იქნებით პასიონარულ უმცირესობასთან“, - წერს გამცემლიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა