ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა
საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირის ხსოვნას.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.
მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.