არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმილი დივერსია იყო - გიორგი გვარჯალაძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე
არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმილი დივერსია იყო – ამის შესახებ LOUDspeakers-ის პროდიუსერმა გიორგი გვარჯალაძემ განაცხადა.
“ისე კი არ იყო, რომ რაღაც სპონტანურად მოხდა, ხომ გაარკვია, რომ რუსია, გაიხედა უკან ბექსთეიჯში, ვიღაცამ უთხრა, კიო აიყვანეო, აი ის ცალკე უნდა დაიჭირო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაგეგმილი დივერსია იყო, იმიტომ, რომ ბანერებიანი არავინ არ შეუშვეს და რანაირად აღმოჩნდა ეს ტიპი პლაკატით ხელში იქ. არ შვებდნენ პლაკატიანებს, ფოტო კამერიანებსაც კი არ უშვებდნენ“, – ამბობს გვარჯალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.