მისამართები, სადაც ხვალ შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 აგვისტოს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვეშეთი, არახვეთი, ზემო და ქვემო მლეთა, ნადიბაანი, ზემო ამირნი, ნაღვარევი, მანასეული, წინკობანი, სეფე და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დამ 17:00 საათამდე - სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, აბანოსხევი, ასევე მცხეთის რაიონის სოფლებში ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი, ახალდაბა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი.
„12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება სოფელ გლდანში ზაქარია მაისურაძის, გულისაშვილის, ინგუშეთის, ვლადიმერ ჟღენტის ქუჩებზე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დამ 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელბში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.
16:00 საათიდან 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეიზღუდება ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ბურიანი, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, მისაქციელი, კასუმლო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.