თეგებით ძიება
16. 08. 2023 მსოფლიო

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - როგორ და სად იპარავდა ფულს?

ვარშავაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან ნაღდ ფულს იპარავდა. ინფორმაციას zyciepw.pl ავრცელებს.

ვარშავის დრევნიცკის მოსახლეობა ამბობს, რომ იქ ქართველების ბანდები მოქმედებენ.

„ბოროტმოქმედები უსაფრთხოების კამერებს ფარნით შუქს ანათებენ ან საღებავს ასხამენ და მასში არაფერი ჩანს, იპარავენ ყველაფერს, რასაც ასწრებენ. ძარცვავენ აფთიაქებს, მაღაზიებს და კერძო სახლებს. პოლიციას არაერთხელ მივმართეთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება“, - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.

დაკავებამდე ქართველი აფთიაქის სალაროდან ფულის მოპარვას ცდილობდა, მაგრამ ფარმაცევტის დროული რეაქციის გამო ეს ვერ მოახერხა და მიიმალა, თუმცა 2 საათის შემდეგ პოლიციამ ის იპოვა.

დაკავების შემდეგ პოლიციამ ქართველის თითის ანაბეჭდები შეამოწმა და გაირკვა, რომ ის პოლიციის მონაცემთა ბაზაში უკვე ირიცხება. მას 3 თვიდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა