ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს კატერმა გადაუარა
გამოცემა ბათუმელები თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა.
მათი თქმით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.