თეგებით ძიება

დღეს სტიქიის ეპიცენტრში მოხალისე არ იმყოფება, ის ფოტოსურათი იყო ფეიკი - მღებრიშვილი მედიით ნაჩვენებ ფოტოზე

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გაშუქდა, გაიჟღერა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, თქვენი ეთერებით და ერთ საკითხს შევეხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სენსიტიურია და ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იქნება. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გაშუქდა, გაიჟღერა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა. მოყვანილი იყო რამდენიმე ფოტო, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოცანა, მოხალისეების მიმართ მოწოდება, რომ ქაოტურად, უკონტროლოდ არ შემოსულიყვნენ ტერიტორიაზე, სტიქიის ეპიცენტრში და არ მომხდარიყო რამე გაუთვალისწინებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ მოხალისეს, იმ გულანთებულ ადამიანს, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და პირველ ეტაპზე ეცადა თავისი საშუალებებით, როგორც თვითონ შეეძლო, ისე ემოქმედა, ამ ყველაფერს გულისხმიერებით მოეკიდა. დღეს იქ მოხალისე არ იმყოფება და ის ფოტოსურათი იყო აბსოლუტურად, წმინდა წყლის ფეიკი. მარტივი ტესტი და ინდიკატორი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც მარტო კიდურები უჩანდა, თუ იქნებოდა მეხანძრე-მაშველი, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ სრულად იქნებოდა ფოტო გადაღებული“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა