თეგებით ძიება

„ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ჩამოსხმის ნაცების მხრიდან შესაძლოა შეგვეშალა...შევხვდით...გავერკვიეთ“ - ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გულწრფელად გეუბნებით: არ ვიცი, რა შეეშალა თუ არ შეეშალა ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთი ფოტოსურათის ნახვისას. გამომრჩა, მომიტევეთ. ამის დასტურად - ვერ ნახავთ ამ კონკრეტულ თემაზე ჩემს რაიმე გამოხმაურებას. მაგრამ, ეხლა ვნახე ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელმაც სადეზინფორმაციო "კომაში" ჩააგდო მედიასვავები: გაუგებრობის ობიექტთან სატელეფონო საუბარიც მქონდაო, პირადადაც შევხვდიო, მაგარი ჯიგარი რაჭველი ვაჟკაცი აღმოჩნდაო და ჩვენს შორის ყველანაირი გაურკვევლობა ამოწურულიაო. მედისვავებს იმდენად არ მოეწონა მრავალდღიანი საინფორმაციო სპეცოპერაციის ჩავარდნა, რომ კიდევ ერთხელ, სასოწარკვეთით სთხოვეს განმარტება. კობახიძემ ვერც განმეორებით დაუტოვა მათ გადარჩენის შანსი: "ყველაფერი გაირკვა, ხდება ხოლმე, ჯელაძე მაგარი კაცია"...

ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ჩამოსხმის ნაცების მხრიდან რომელიმე ორაზროვან ვითარებაზე მსგავსი კომენტარი: "შესაძლოა შეგვეშალა...შევხვდით...გავერკვიეთ...გაუგებრობა აღმოიფხვრა...საკითხი მოიხსნა...ცხოვრება გრძელდება". მე მსგავსი ეპიზოდი არ მახსენდება. როგორც ჩანს, ეს არის ნაცების ყოფაქცევითი ტაქტიკის დატრენინგებული მოცემულობა იმ აგენტოკრატიული მმართველობის მხრიდან, სადაც ვიეტნამის, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, უკრაინის და ა.შ. წინაშე არავინ, არავის და არასდროს, არა თუ დაშვებული დანაშაულის, შეცდომის გამოც კი ბოდიშის თუ ახსნა-განმარტების მიცემა აზრადაც არ მოსვლია არც წარსულში, არც აწმყოსა თუ მომავალში...“ - წერს ქართველიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა