თეგებით ძიება

„დონორი დედაა, დრო არ ითმენს“ - მათე მჟავანაძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

მე-4 კლასის მოსწავლეს, მათე მჟავანაძეს თირკმლის გადანერგვა სჭირდება, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანი ცივაძე წერს და აღნიშნავს, რომ მოზარდს ოპერაციის გასაკეთებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"ჩემო მეგობრებო, ჩემო თანაქალაქელებო.... ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს, ჩვენს პატარა მათე მჟავანაძეს, ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა. დონორი დედაა, დრო არ ითმენს, საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება აღნიშნულ ოპერაციას... ჩვენ გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი - ყველა გავერთიანდეთ პატარა მათეს გადასარჩენად", - წერს ნანი ცივაძე.

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე, მიმღები სალომე პატარაია: GE77BG0000000240676600; GE30TB7852545068100015


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა