რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია საგამოძიებო კომისიის შექმნა - ლევან ხაბეიშვილი
არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე პარლამეტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საზოგადოებას აინტერესებს კითხვებზე პასუხი და არა რუსი კობახიძის მიერ უკვე გამოძიებული, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ შეშლია ხელისუფლებას. იმ პირობებში, როდესაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, რამდენიმე საათის განმავლობაში როგორ ებრძოდნენ ადამიანები სტიქიას. ამიტომ, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.