ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიაში აეროპორტი დახურეს
იტალიაში სიცილიის ქალაქ კატანიის აეროპორტი დროებით დაიხურა. მედიის ინფორმაციით, 3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი კვირას ღამით ამოქმედდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.
კატანიის მერმა ენრიკო ტრაანტინომ ქალაქში მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება 2 დღით აკრძალა, რადგან ბევრი ქუჩა ფერფლითაა დაფარული.
ამასთან, ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რადგან ფერფლით დაფარულ გზებზე მოძრაობა სახიფათოა და გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში. ვულკანის დიდი ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს მოხდა.
ეტნაზე ბოლო სერიოზული ამოფრქვევა 1992 წელს მოხდა.