თეგებით ძიება

წყალი 10 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაქციას ავრცელებს.

,,17 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქ. N72-თან  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 აგვისტოს 22:00 საათიდან 18 აგვისტოს 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

ლუბლიანას N 21, 23, 72, 74 დისევის ქუჩა, დისევის ჩიხი, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, ბალანჩინის ქუჩა და ჟვანიას კლინიკის საავადმყოფოებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აცხადებენ კომპანიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა