თეგებით ძიება

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ბა­თუმ­ში, ზღვა­ში სკუ­ტე­რის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 22 წლის ბიჭი მიშო ჯა­ლა­ბა­ძეა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „თრიალეთი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ახალგაზრდა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდში ცხოვრობდა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მე­გო­ბარ­თან ერ­თად ზღვა­ში სკუ­ტე­რით შე­ვი­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ზღვა­ში ცუ­რავ­და, რა დრო­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სკუ­ტე­რი და­ე­ჯა­ხა და მძი­მედ და­შავ­და. გავრცელებული ცნობით, სკუ­ტერს მე­გო­ბა­რი მარ­თავ­და.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა