"სირცხვილია! ერთხელ ღვარცოფმა წაგვართვა მიცვალებული და 2 კილომეტრში დავეწიეთ" - რა ვიდეო ვრცელდება სოცქსელში?
მოქალაქე სენაკის მერს მიმართავს და სიტუაციას პანორამული ვიდეოთი აღწერს.
"წვიმის დროს მიცვალებულები ნავით გადაგვაქვს, ერთხელ ღვარცოფმა წაგვართვა მიცვალებული და ორ კილომეტრში დავეწიეთ, სირცხვილია ეს, ბატონო მერო, ვნახავ, რა ზომებს მიიღებთ..." - ამბობს მოქალაქე.
ვიდეოს ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა ავრცელებს.