„დიახ, ეს არის ლიდერის სახე და ლიდერის ქცევა!“ - თამთა მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძეზე
“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სწორედ ასე იქცევა ნამდვილი ლიდერი.
“ირაკლი კობახიძე პირველ რიგში არის ადამიანი!
ირაკლი კობახიძე არის ლიდერი, რომელმაც საკუთარი თავმდაბლური ქმედებით
წერტილი დაუსვა შექმნილ უხერხულობას (რომელსაც ნაცები სათავისოდ იყენებდნენ) შეხვდა და ესაუბრა რა შოვის ტრაგედიას გადარჩენილ ბიჭს – დავით ჯელაძეს.
დიახ, ეს არის ლიდერის სახე და ლიდერის ქცევა და ასეთ ლიდერებზე დგას ხელისუფლებისადმი ადამიანების ნდობა.
დიახ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ხალხის ინტერესებზე მორგებული ძალა რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს,
დიახ, ხელისუფლების ლიდერი ლიდერობის მიუხედავად არ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის და ყოველგვარი რევერანსების გარეშე ხალხისკენ ნაბიჯს დაუყოვნებლივ დგამს.
მინაწერი: მახსენდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაჭერილი 14 წლის ბიჭის ისტორია, როგორ დაღუპეს და მომავალი წაართვეს ბავშვს.
მახსენდება მოლაშვილი, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე - რომელი ერთი და ამ მძიმე პოლიტიკურად სერიული მკვლელობის ისტორიებს ერთი საერთო აქვს - ეს ადამიანები გაწირა სისტემამ, ამ ადამიანებს მომავალი წაართვა მაშინდელმა ლიდერმა, ლიდერმა სისხლიანი ხელებით.
დღეს რეჟიმის შემოქმედი პასუხისგებაში მიეცა და მას არანაერი სინანულის გრძნობა არ აქვს.
არ მითხრათ რომ ვინმემ მოისმინეთ მისი მხრიდან ბოდიში?!
არ მითხრათ რომ ვინმემ მოისმინეთ სიტყვები – ასე არ უნდა მოვქცეულიყავით!
არა და არა, ვისმენთ მის გოდებას, იმპერატიულ მოთხოვნას- გამიშვით თორემ ვიშიმშილებ და მოვკვდები!
ლიდერებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და მნიშვნელოვანია გაუძლონ, გაუძლონ ლიდერობას და დარჩნენ ადამიანებად რასაც მხოლოდ ღირსეულნი ახერხებენ, უღირსნი კი იღუპებიან
ისე როგორც ეს მიხეილ სააკაშვილს დაემართა.
მისი რეჟიმი მასთან ერთად დასრულდა და ის რასაც ხედავთ და ისმენთ მისი დანაშაულებრივი ხელწერის გამოძახილია
ის ლიდერი აღარაა”, – წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა. მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კობახიძემ ნათქვამის გამო სინანული გამოხატა.