თეგებით ძიება

„ეს სრული კატასტროფააა, ხალხო! სასწრაფოდ ზომებია გასატარებელი!“ - რას წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმაურება ზღვაში ადამიანების დახრჩობის შემაშფოთებელ სტატისტიკას და წერს.

„30-მდე ადამიანი დაიხრჩო ამ ზაფხულს, 2023 წელს შავ ზღვაზე, წყალსაცავებში, მდინარრებში, აუზში და უმრავლესობა ახალგაზრდა და არასრულწლოვანია.

ბოლო შემთხვევები ფოთსა და სიონის წყალსაცავზე მოხდა. 

ეს სრული კატასტროფააა, ხალხო!

ბავშვები რის გამო იღუპებიან?

სასწრაფოდ ზომებია გასატარებელი და ცნობიერებაა ასამაღლებელი.

ეს მძიმე ამბები გამოიწვია დაუდევრობა-გაუფრთხილებლობამ საკუთარი თავის მიმართ, რამდენიმე ადამიანის დაღუპვა კი უკავშირდება არაფხიზელ მდგომარეობას, რაც ალკოჰოლურ თრობას, ნასმურევს (ნაბახუსევი) და ნარკოტიკულ ზემოქმედებას უკავშირდება. 

ჩანს, რომ საკმარისი არ არის სამაშველო ინფრასტრუქტურა და მაშველთა რაოდენობა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ საგანგებო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რმა მხოლოდ ამ ზაფხულს 70 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა.

მე ვფიქრობ, გადაუდებელი სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიქმნას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ადამიანების დასაცავად. 

უმძიმესია დახრჩობით დაღუპლთა სტატისტიკა“, - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა