მეორე ვაგონში გაითიშა კონდიცირება - საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მეორე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მეორე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ვმკ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძვრება:
დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძვრება.
საუბარია მხოლოდ მეორე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო, საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა მეორე ვაგონის ყველა მგზავრს აუნაზღაურდება“, – წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.