ასლან ბჟანიამ ოპერაცია გაიკეთა - როგორია მისი მდგომარეობა?
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის e.w. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ოპერაცია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გაუკეთეს.
„საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“ - აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ის მივლინებას რუსეთის ფედერაციაში გააგრძელებს.