თეგებით ძიება

ჩემო სიყვარულო, დღე და ღამე არეული გვქონდა - რას წერს მეგი გოგიტიძე?

მომღერალი, მეგი გოგიტიძე დაქორწინებულია. მეგის მეუღლე დათუნა მერაბიშვილია. ის მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ფოტოს აქვეყნებს. 

„დაბადების დღე გილოცავ ჩემო სიყვარულო“,- წერს მეგი. 

„გაცნობიდან სამ თვეში დავქორწინდით. საერთო მეგობარი გვყავს, მის შესახებ ყოველთვის ვიცოდი და თვითონაც მიცნობდა შორიდან. დედა ქობულეთელი ყავს, მამა თბილისელი. ერთმანეთი სატელეფონო ზარით გავიცანით, თბილისში ვიყავი, კონცერტიდან ვბრუნდებოდი, როცა დამირეკა, მითხრა დათუნა ვარ მერაბიშვილიო, ქობულეთში ისვენებდა და მკითხა როდის ვბრუნდებოდი უკან. გამიხარდა მისი მოკითხვა, ყოველთვის სიმპათიებით ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ჩამოვედი თუ არა, შევხვდი, საერთო მეგობრებთან ერთად დავდიოდით ხან იქით, ხან აქით და ასე დაიწყო და დაიწყო. ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, დღე-ღამე არეული გვქონდა, ექვსზე-შვიდზე შემოვდიოდი სახლში, დედაჩემი გაგიჟებული იყო“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა