„თუ ჩემი პოსტი ისე სათანადოდ ვერ გაიგეთ, აგიხსნით...“ - რას წერს ნინო ჯღარკავა?
ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ - „ჩემიანმაც“ და სხვისიანმაც. დიდი ხანია ყელზე გადგავართ, იმიტომ რომ თქვენზე თავისუფალი, გულწრფელი და მართალი ვარ, არც ბოღმა ვარ და არც გაჭირვებულებისთვის შემიქცევია ზურგი, დავიჯერო რომელიმე ნაცს ჩემზე მეტად შეგტკივათ დათო ჯელაძეზე გული? არა, რადგან ჯელაძე ჩემი თანამშრომელია, ყველას გაგვიხარდა რომ გადარჩა და სამჯერ ვიტირე მისი პირველი ინტერვიუს მერე, შემდეგ დაიწყო ნაც ტელევიზიებში სირბილი, ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი, დღეში სამჯერ აყოლებდნენ ისტორიას, მთავრობამ ხო დააგვიანა, ვერტმფრენი ხო გვიან ჩამოვიდა, არავინ არ მოგეხმარა ხოომ? ხოდა გადარიეს კაცი და ბოლოს ისიც დაწერა - კობახიძე შენგან განსხვავებით მე ხალხს ვუყვარვარო, ხიბლში ჩავარდა ახალგაზრდა კაცი და უკვე ნაცების რუპორად აქციეს, სწორედ ამას ვგულისხმობდი პოსტში რომ განსაცდელის დროს ფოტოების გადაღებისთვის მე ვერ მოვიცლიდითქო, უპრიანი იქნებოდა იმ დაღუპულ პოლიციელზე დაეწერა, იმ გარდაცვლილებზე, იმ მაშველებზე, იმ გლოველ ვაჟკაც ბიჭებზე. სულ ეს იყო ჩემი პოსტის შინაარსი, მათრიეს, მწყევლეს, მაგინეს და დღეს მე გამომიყვანეს დედამიწის ჭიპი. ხოდა თქვენგან განსხვავებით კალაძის წყევლიდან ჯელაძის ვაჟკაცობამდე რო მიხვედით, კეთილებო, „საყვარლებო“, „უბოროტოებო“ და ფარისევლებო, მე იმის თქმაც შემიძლია რომ თუ ჩემი პოსტი ისე სათანადოდ ვერ გაიგეთ, აგიხსნით და გიხსნით კიდეც. ხოდა ბოდიში რომ თქვენზე მწარე სიმართლე მიყვარს და არასდროს არავინ მესიჯბოქსს არ მითვლის! დათო ჯელაძე კი თავის ანგელოზ ულამაზეს დისშვილებთან ერთად ბედნიერი იქნება, ისევ იმუშავებს ჩვენთან და პოლიტიკურად ვერ გამოიყენებთ! სულ ესაა, დღეიდან ჩემი კედელი სვავებისთვის იკეტება და აწი დაჭამეთ ერთმანეთი! ადიოოს“, - წერს ნინო ჯღარკავა.