„გადარჩენილების ლანძღვა და მერე ლაყე ბოდიში პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ არის! ისევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვები!“ - ბაია პატარაია
უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ წერს.
„კობახიძის სიფსიხეები დიდი ხანია აღარ მაინტერესებს. სამაგიეროდ მაინტერესებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ვერ ვხედავ. ამ სტიქიის პროგნოზირება ნამდვილად შეიძლებოდა, მაგრამ ამას არ აღიარებს ხელისუფლება, ამით გვეუბნებიან, რომ მომავალშიც სრულიად დაუცველები ვართ!
სტიქიას გადარჩენილების ლანძღვა და მერე ლაყე ბოდიშის მოხდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ არის!
ისევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვები:
- ვისი პასუხისმგებლობა იყო სტიქიის საფრთხის განჭვრეტა?
- რატომ არ აქვს სამაშველო სამსახურს საკმარისი აღჭურვილობა, მათ შორის, ვერტმფრენები?
- რატომ უთხრა დახმარებაზე უარი მთავრობამ მეზობელ ქვეყნებს?
- რატომ არ მუშაობს მეწყერსაშიში ზონების მონიტორინგი და შეფასება? და როდის ამუშავდება?
- რა გარანტია გვაქვს, ან რა გაკეთდა იმისთვის, რომ ყველა სტიქიას არ მოყვეს ასეთი მსხვერპლი?
- რატომ არ დგება გომელაურის პასუხისმგებლობა, რომელმაც თქვა, რომ თურმე სასიცოცხლოდ საჭირო არ იყო ვერტფრენების ღამე მუშაობა?
- რატომ არ დგება კობახიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როცა ის სტიქიისაგან გადარჩენილებს მატყუარებს ეძახის და მერე ფოტოებს იღებს მათთან?
კითხვების სია გრძელია, მაგრამ კვლავ რჩება უპასუხო, რადგან ხელისუფლება არასდროს არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.
ქართული ოცნება იმდენად შთაინთქა პორპაგანდაში, რომ სრულად დაივიწყა რა არის პოლიტიკა და პოლიტიკოსობა.
პოლიტიკა გაქრა...“ - წერს პატარაია.