ცნობილ თურქ მზარეულს პატიმრობა ემუქრება - რას ედავებიან მილიონერ ვლოგერს??
ცნობილ თურქ მზარეულს, ბურაქ ოზდემირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო ბურაქს სტამბოლის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის განადგურების მცდელობას ედავება.
მილიონერი ბლოგერის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ ბურაქმა, მამასთან ერთად, კანონის გვერდით ავლით გადაწყვიტა საიმპერატორო დედაქალაქის ტერიტორია სოჭად გადაექცია და გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო.
სასამართლოს პირველ მოსმენაზე მხოლოდ ოზდემირის მამა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, მოსარჩელე კი ტიპიური ნაძირალა იყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა-შვილს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ბლოგერი ცნობილი გახდა ინტერნეტში ვიდეოებით, სადაც ის უზარმაზარი ზომის კერძებს ამზადებდა და თან ხალისიანად იღიმოდა.