თეგებით ძიება

სანუგეშო აღარაფერია, საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით - რას ამბობენ შოვში გარდაცვლილ ახალგაზრდაზე?

შპვში კიდევ ერთი  გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა, ის სალომე ხეთაგურია.

„საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით... არიან ადამიანები, პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან ცხოვრებაში და ანგელოზებად გადაინაცვლებენ მარადისობაში... ასეთი იყო სალომე... ხეთაგური სალომე.

ჩემი საოცრად თბილი მეგობრის, საოცრად აღზრდილი და რუდუნებით გაზრდილი შვილი... რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, თვალებცქრიალა სალო. ხმაურით წავიდა, მთელი საქართველოს უსაზღვრო სევდა, ნაცნობ- უცნობის დაუშრობელი ცრემლი და გულის კუნჭულში დარჩენილი იმედების ნაპერწკლებიც თან გაიყოლა... მეორე ფოტო შოვშია გადაღებული, თავის დაბადების დღეზე, მარიამობას...

რა არ ვუსურვეთ წარმატებულ მომავალთან ერთად, არ ეყო დრო ამ სურვილების ასასრულებლად. უფალს ებარებოდე ჩემო ლამაზო...", - ამბობენ ახლობლები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა