"ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს... კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაიცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას. როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი იგი მაშინვე მოვიწვიე გერმანიიდან, დოქტორის ხარისხით ახლად დაბრუნებული კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვლეთ ერთად. ძალიან დამწყდა გული." - წერს სააკაშვილი.