თეგებით ძიება

„შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება“ - ანა ნაცვლიშვილი

„შოვი მხოლოდ სტიქიური უბედურების ადგილი არ არის, შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„შოვში მომხდარი ტრაგედია ვერ ჩაიფარცხება, ამ ამბავს ხელისუფლება ვერ გადააგორებს.

ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიების საფრთხეებისგან არ აზღვევს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ღამის ხედვის ვერტმფრენი, არამედ გამართული სისტემა, ინფრასტრუქტურა, პრევენციის მექანიზმები და ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაში ყოფნა.

ბოდიში სიცოცხლეს უკან ვერ დააბრუნებს, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ, რომ სახელმწიფომ დროული და ეფექტური რეაგირება ვერ უზრუნველყო და ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

დღის წესრიგში დგას საკითხი სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა და სად არიან პასუხისმგებლობის ამღები პირები, რომელთაც გამბედაობა ეყოფათ თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი და რას აპირებენ უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს..

გამოძიება დაიწყო უწყებამ, რომლის ერთ-ერთი დანაყოფი იყო პასუხისმგებელი რეაგირებაზე. ახლა ეს უწყება იძიებს თუ რამდენად სწორი და დროული იყო რეაგირება ანუ უწყება იძიებს საკუთარ თავს,  მელა იძიებს საკუთარი კუდი სწორად იყო თუ არა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გამოიძიებს მელა საკუთარ კუდს. გვახსოვს არაერთი სისტემურად არასწორად წარმართული გამოძიება, რომელიც არაფრამდე მივიდა“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა