თეგებით ძიება

ვერსად დამეტევა მწარე სინანული, მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ - მარიტა გუტაშვილის ემოციური ლექსი (ფოტო)

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც რაჭაში სტიქიის დროს 9 ოჯახის წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს წერს.

"რა არეული ჩამოდის ცა,

რა ამღვრეულად მოჰყვება ცრემლი,

სადღაც შორიდან რომ მოდის ხმა -

ექოა?! არა... ჯოჯოხეთს ჰგავს!

ღმერთო შენც ხედავ?! ზემოდან ჩანს?!

ნისლში გახვეულ სიცოცხლის კვალს?!

უკვდავად მდგარი ხისაც რომ მწამს,

წამში დაკარგულ აჩრდილსა ჰგავს.

ტკივილს იგრძნობდით ?! საიდან სად?!

სულის წიოკი შიგნიდან მჭამს!

სიზმარი?! არა... ცხადია... ცხადი!

დაუსრულებელ სიზმარს რომ ჰგავს.

დაფლეთილ გულებს რომ გაგიმთელებთ,

უნდა იფეთქოთ, სხვა გზა არ გაქვთ;

სისხლი?! ჩემი ხომ ყველას გვეყოფა?

სუნთქვა?! შოვში ხომ მაგისთვის ვართ?!

თქვენს სიცოცხლეებს მე  არ ჩავაქრობ,

ძალა , ცხოვრების, მხოლოდ თქვენ ხართ.

სიყვარულისთვის?!  ბოლო წამამდე,

ბოლო წვეთამდე არ დავხრი თავს.

ცხრა ჯვარს გამეხიზნა ცხრავე ანგელოზი,

სხვებიც სალოცავად თან გაჰყვნენ მათ,

ვერსად  დამეტევა მწარე სინანული ,

მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ.

მადლობა.. ჩემთან ბურჯად მდგარ გმირებს , 

ჭკუაშერყეულს ფარად რომ მყავს ,

სიკვდილიც, უკვე დამუნჯებული, მუხლმოდრეკილი თავდახრით დგას", - წერს ღუტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა