არ დაღუპულა ყველა მაშინვე ! ეს არის ჩვენება და მტკიცებულება - რა ვიდეოს აქვეყნებს ვახო სანაია
ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში დავით ჯელაძესთან ინტერვიუს ნაწილს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ჩვენება და მტკიცებულებაა:
ეს არის ჩვენება და მტკიცებულება. ხალხს დახმარება სჭირდებოდა ღვარცოფის მოვარდნიდან დიდი ხნის მერეც. ხელისუფლება უტიფრად იტყუება, როცა ამბობს, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან ყველა მაშინვე დაიღუპაო. არ დაღუპულა ყველა მაშინვე ! ეგ არის ტყუილი ! დროული დახმარების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გადარჩენა ! - წერს სანაია.