თეგებით ძიება

მოვუწოდებთ მოძმე ისრაელის ხელისუფლებას - რას წერს შალვა ნათელაშვილი?

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ბედის დაცინვით საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილია და შესაბამისად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.ის დღეს საქართველოში პუტინის ოლიგარქ--კომენდანტის ივანიშვილის დავალებით  იერუსალიმში ჩავიდა ისრაელის  ხელმძღვანელებთან შესახვედრად. მიზანი ყველასთვის მისახვედრია,უკვე სანქცირების რეალურ საფრთხესთან მყოფი ოლიგარქი ცდილობს  ავტორიტეტული ებრაული ლობის დახმარებით განსაკუთრებით ამერიკაში გადაურჩეს  დემოკრატიული მსოფლიოს რისხვას. მოვუწოდებთ მოძმე ისრაელის ხელისუფლებას---  არ გაცვალოთ ქართველ ხალხთან საუკუნოვანი მეგობრობა   რუს ოლიგარქში რომელმაც კრემლის დავალებით მოახდინა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ანექსია.ამ რეჟიმის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და არა მისასალმებელი ჰიმნები  გუგუნებდეს. Israel in Georgia“ - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, დღეს 17 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ისრაელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირდაპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა