თეგებით ძიება
17. 08. 2023 მსოფლიო

იაპონიაში რუსული მარცვლეულის მიწოდება 5 680%-ით გაიზარდა

რუსული მარცვლეულის მიწოდება იაპონიაში 5,680%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ივლისის შედეგების მიხედვით, ტოკიომ რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტი გასული წლის ივლისთან შედარებით თითქმის ექვსი პროცენტით გაზარდა. ასევე, 84 პროცენტით გაიზარდა მანქანების ექსპორტი რუსეთში.

ზოგადად კი, იაპონური პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ, რუსეთში, გასულ თვეს, 25%-ით იმატა და მოგებამ 346 მილიონს დოლარს გადააჭარბა.

სანქციების დაწესებიდან იაპონიამ რუსეთის 987 მოქალაქეს აქტივები სრულად გაუყინა. შავ სიაში მოხვდა ბანკები და სხვადასხვა ორგანიზაციები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა