„კალაძე, ესეც შოვის მეწყერია და ღამით ხედვის ვეტმფრენი სჭირდება?“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი?
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალრუ ქსელში წერს.
„ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ახლა უკვე როგორც მოქალაქე ვკითხულობ - ყავს თბილისსა და ამ ქვეყანას პატრონის მსგავსი ფიტული მაინც? დედაქალაქის შესასვლელში დილით გადაწოლილი ავტოფურგონი აი ამ დრომდე ისევ იგივე ადგილას მხართეძოზეა წამოკოტრიალებული, ხოლო საშინელ ხვატში ამის გამო ისეთი კილომეტრიანი საცობია არესიბოს ტელესკოპია საჭირო მეორე ბოლოს დასანახად. კალაძე, ესეც შოვის მეწყერია და ღამით ხედვის ვეტმფრენი სჭირდება ? თუ რატომ ვერ დაინახეთ მთელი დღე?“ - წერს ნათელაშვილი.