„ივანიშვილმა უთხრა კობახიძეს, ეკას ბოდიში მოუხადე, თუ არა თანამდებობიდან გადაგაყენებო“ - რას იხსენებს ეკა ბესელია?
პოლიტიკოსი, ეკა ბესელია „მთავარ არხთან“იხსენებს ირაკლი კობახიძესთან მომხდარ ინციდენტს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე მხდალი ადამიანია.
“ამას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, უმრავლესობის სხდომაზე ისე გამაბრაზა, ოღონდ, იმდენად მხდალია… ვისაც ეს ვაჟკაცი ჰგონია, ნეტა იმის თავში ჩამახედა… ივანიშვილის გვერდით ზის კობახიძე, მე წინ ვიჯექი, რაღაცა თქვა, ცუდად თქვა რაღაცა, სიტყვა კარგად ვერ გავიგე… წამოვხტი… მივედი, სულ დამავიწყდა ვის გვერდით იჯდა… ხმამაღლა თქვი ახლა რა გინდოდა, რას ჩურჩულებ–მეთქი…
მიხვდა ისიც, ვინც გვერდით ეჯდა და გააბრაზეო? ბოდიში მოუხადეო… თუ არ მოუხდი თანამდებობიდან გადაგაყენებო.
მე ცოტა გვერდით გავედი და ვხედავ მოჰყავს ხელით და ეს მოდის, რომ ბოდიში მომიხადოს, არ დაატოვებინონ თანამდებობა. არ მივიღე მე ბოდიში. იქ დაჯდეს და ყველას თანდასწრებით მოიხადოს… აი, როგორ იხდის ბოდიშს, ასე იხდის ბოდიშს.”