თეგებით ძიება

კასპის ცენტრში მოწყობილ შადრევანში ბავშვები მოიწამლნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი?

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი მილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კასპის ცენტრში მდებარე შადრევანში, რომელიც 12 აგვისტოს გაიხსნა, ბავშვები მოიწამლნენ.

“12 აგვისტოს კასპის ცენტრში პირველად გაიხსნა ფანტანი და გახარებული ბავშვებიც დიდი სიხარულით გრილდებოდნენ. 5 დღის განმავლობაში ყველა მოწამლული არასრულწლოვანი პირღებინების და თავის ტკივილის სიმპტომით შეიყვანეს კასპის საავადმყოფოში. არსებული ინფორმაციით, ფანტანში ერთი და იგივე წყალი ტრიალებს, რაც ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს”, – წერს ირაკლი მილაძე. 

მისივე ცნობით, ამ დროისთვის 4 არასრულწლოვანი კიდევ რჩება საავადმყოფოში, ხოლო 5 მათგანს გადასხმა გაუკეთეს და სახლში გაწერეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა