თეგებით ძიება

„დღეს მე მესამე ძმა მომიკვდა…“ - ოთარ და თამაზ ჭილაძეების და, გოგი ხარაბაძის გარდაცვალებაზე

ოთარ და თამაზ ჭილაძეების და, თინა ჭილაძე მსახიობ გოგი ხარაბაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

„…დღეს ძმები ახლიდან მომიკვდნენ! გოგი გარდაცვლილა ხარაბაძე… თამაზის სიკვდილის მერე ისე არავინ დამდგომია გვერდში, როგორც ეს გოგიმ გააკეთა.

დღეს მე მესამე ძმა მომიკვდა… ცრემლები მახრჩობს…რა ძნელი ყოფილა მწუხარების ფურცელზე გადატანა… სიტყვები არ მყოფნის… ნახვამდის ჩემო ძმაო, იქ შეხვედრამდე…“, – წერს თინა ჭილაძე სოციალურ ქსელში.

მსახიობი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა