თეგებით ძიება

ღმერთო, ეს რა ხდება?! - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში? (ვიდეო)

დაბა სტეფანწმინდაში და გერგეტში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა ხევმა ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დატბორილია რამდენიმე სახლი.

„ღმერთო დაგვიფარე ეს რა ხდება“, „ტალახის მასა ჩამოდის მთლიანად“,-წერენ მოქალაქეები.

ადგილზე პირადად იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მისი პირველი მოადგილე და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი.

მათი განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დღეს დილიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნობიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა