თეგებით ძიება

„მშობლებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ყველას თავისი წილი სიყვარული არ გაუნაწილონ!!!“ - იზა ომაძის ქალიშვილი 11 წლის გახდა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე თავის უმცროს ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

„აგვისტო, მარიამობის თვე განსაკუთრებულია, ყოველი დღე მეძვირფასება,  ამ თვეში ხომ უფალმა საოცრებები გვაჩუქა,  აგვისტო ჩვენია და ამიტომ თქვენც გიზიარებთ მეგობრებო.

რამოდენიმე დღეა ფბ მომხმარებლები ანტუან ეგზიუპერის  პატარა უფლისწულის ფოტოს, ფრაზით  აზიარებენ: “ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს”! - ეს ის შემთხვევაა როცა ფრაზას არ ვეთანხმები მიუხედავად იმისა რომ პატარა უფლისწული ჩემში ბინადრობს!

ვაი რომ ვერასოდეს იძინებს ტკივილი! ვერც ბოლოს და ვერც ბოლოსდაბოლოს!!!

უბრალოდ მშობლებს არანაირი უფლება არ აქვთ რომ ყველას თავისი წილი სიყვარული არ გაუნაწილონ!!!

დღეს ანასტასიას დღეობააა. 11 წლის გახდა! 

დაბადების დღეს გილოცავთ, ანასტასია!

ბავშვივით სუფთა ცხოვრებით გეცხოვროს  დედი“, - წერს იზა ომაძე.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა