„საბოდიშოც არაფერია! იქეთ უნდა მოიხადონ ბოდიში... რასიზმი ტეხავს…“ - თემო მჟავია The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე
იუმორისტი და საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელი, თემო მჟავია 15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე გამართულ The Killers-ის კონცერტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჩემი აზრით საბოდიშოც არაფერია! იქეთ უნდა მოიხადონ ბოდიში იმიტომ, რომ რასიზმი ტეხავს მაგრად… “ფაშიზმი” ტეხავს მაგრად!!! ყველანაირი დისკრიმინაცია ტეხავს მაგრად!!!
პირველ რიგში კაცთმოყვარეობა და მერე გავაგრძელოთ საუბარი“, - წერს თემო მჟავია.