გაბედოს „ქართულმა ოცნებამ“ და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს... - რომან გოცირიძე
გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს - პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა! - ასეთია პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის პოზიცია.
გოცირიძის თქმით, იმ ფონზე როცა ასეულობით მილიონი ლარი მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ავტომობილებსა და „სულელურ პროგრამებზე“ იხარჯება, წარმოუდგენელია, რომ ვერეს ხეობის სტიქიის შემდეგ, კვლავ სამაშველო ვერტმფრენის შეძენაზე მიდის საუბარი.
როგორც გოცირიძე აცხადებს, ქვეყანაში სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სტიქია თავიდან ვერ აგვეცილებინა, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა.