როგორ დარდობს, რამხელა ტრაგედიაა - მძიმე რეალობა შოვიდან
16 დღე დამანგრეველი სტიქიიდან- შოვში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დრომდე მაშველები ექვს დაკარგულს ეძებენ. კიდევ ერთი ცხედარი გუშინ იპოვეს- ბოლო მონაცემებით, სტიქიას რაჭაში 27 ადამიანი ემსხვერპლა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ძებნის არეალი გაფართოვდა.
მისივე განცხადებით, ყველა მდინარის კალაპოტი, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს,პრევენციის მიზნით, გაწმენდილი იქნება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო რაჭიდან, რომელშიც ჩანს, როგორ ესაუბრება მაშველს მამა, რომელიც სტიქიის დროს დაკარგულ შვილს ისევ ეძებს.